სასწავლო პროექტი


პროექტის თემა: როგორ მოვიპოვოთ  და დავაჯგუფოთ მონაცემები.

პროექტის მთავარი  იდეა: ჩვენს ირგვლივ არსებული საჭირო მონაცემების  შეგროვება და დაჯგუფება.

პროექტის  აქტუალობა:  მოსწავლე  გაიღრმავებს  და გაიფართოვებს  ცოდნას მონაცემთა  ანალიზსა და სტატისტიკაში.  დაეხმარება მოსწავლეებს  თუ როგორ გამოიყენონ  ეს  მეთოდი ცხოვრებაში,  სხვადასხვა საყოფაცხოვრებო  საქმიანობაში.

პროექტის  მიზანია: მოვლენის სტატისტიკური  გამოკვლევა  მოახდინონ  დაკვირვებით,  გამოკითხვით,  მონაცემთა მოპოვებით  ცნობარებში ან  ინტერნეტში.

პროექტში მონაწილეთა ასაკი: 14–15  წელი.

პროექტი გრძელდება: 2 დღე.

პროექტის  მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლე თავისუფლად, დადგენილი კრიტერიუმების  მიხედვით, მოახდენს  ამა თუ  იმ მონაცემების  შეგროვებას, რაღაც საერთო ნიშნის მიხედვით  მონაცემთა  სიხშირის და გრაფიკულად  (ჰიქტოგრამის   სახით )  გამოსახვას.

პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები: სამი მწერლის  რაიმე  პროზაული ნაწარმოების    თითო,  შეძლებისდაგვარად   ერთნაირად  დატვირთული  ფურცელი,  რვეული, საწერკალამი     და სახაზავი.   გამოყენებული ლიტერატული  ნაწარმოებებია:  ი. ჭავჭავაძე  თხ. ტომი II.  ა. წერეთელი  –„ერთობა  ჩვენთვის ტახტია’’   და ნ. დუმბაძის  „მარადისობის  კანონი’’

პროექტის მსვლელობა:
პროექტში მონაწილეობს   15 მოსწავლე.
მოსწავლეები დავყავი  სამ  ჯგუფად,  თითო  ჯგუფში  5–5  მოსწავლე.
 დავალების შინაარსი  თითოეული ჯგუფისათვის    ერთი და იგივეა, უნდა შეადგინონ  ყოველი მათგანისათვის  მოცემულ  გვერდზე  წინადადებების სიგრძეთა  სიხშირეთა  ცხრილი,გამოიყენონ  დაჯგუფების  ხერხი და  ააგონ ჰისტოგრამები.
ჯგუფი  ამუშავებს  ი. ჭავჭავაძის  თხ. ტომი II  გვ. 291. აჯგუფებენ  წინადადებებს  სიტყვათა რაოდენობის მიხედვით  და მიღეს  შემდეგი სახის სიხშირეთა  ცხრილი


მონაცემები

       3           
        5           
      13
     18
     20
      38
სიხშირე       
       1
       1
       1
       2
     1
       2



II ჯგუფისთვისაც  სამუშაოს შინაარში  იგივეა, ოღონდ მუშაობენ  აკ. წერეთლის –„ერთობა ჩვენთვის  ტახტია’’  გვ. 302.  ადგენენ  წინადადებების  სიგრძეთა  სიხშირის ცხრილს
მონაცემები
   3
   7
   8
   10
   12
   14
   15
   16
   20

სიხშირე 
   2
   4
    2
   1
    1
    1
  2
   1
    1

III  ჯგუფი  მუშაობს   ნ. დუმბაძის   „ მარადისობის  კანონი’’–დან  გვ.16. და ადგენენ  წინადადებების  სიგრძეთა  სიხშირის ცხრილს
მონაცემები
  1
   2
   3
   5
  6
  8
  9
  10
  12
  17
  18
 19
სიხშირე   
   2  
  2
  2
   1
  1
  2
   1
  1
  1
   3
   2
  1

ინფორმაციულ–საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების  გამოყენება  სასწავლო  პროექტში  II  დონის  სახელმძღვანელოს  თანმხლები  დისკის  მიხედვით ავაგოთ მათემატიკური სიმულაციები  მოცემული  სიხშირეთა  ცხრილების მიხედვით, რომელიც დაგვანახებს,  რომ როგორი  განსხვავებული თხრობის  სტილი აქვთ  ამ  მწერლებს  ერთმანეთისგან.

საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი: მათემატიკა.

მათ.IX. 11 აწესრიგებს  და წარმოადგენს მონაცემებს
დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი  ფორმით.                              
შედეგი თვალსაჩინოა,  თუ მოსწავლე:                                                                    
   აჯგუფებს რაოდენობრივ    მონაცემებს ინტერვალთა კლასებში  და აგებს შესაბამის ცხრილებს/ჰისტოგრამას (ტექნოლოგიების  გამოყენებითან მის  გარეშე)                                                                                                                                       
    არჩევს  დაუჯგუფებელ რაოდენობრივ  მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის  გრაფიკულ ფორმას  ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს, დიაგრამას
                                                                                                                        
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   ლალი პატარაია                                  
 ხელმძღვანელის  ელ. ფოსტა: lalipataraia2@gmail.com